ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ანტისემიტიზმმა იმატა

მსოფლიოში ანტისემიტიზმმა იმატა
მსოფლიოში ანტისემიტიზმმა იმატა

<!-- IMAGE -->

ისრაელში ახლახან გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად მსოფლიოში ანტისემიტური ინციდენტების სიხშირემ მკვეთრად იმატა
კვირას, 11 აპრილს, ჰოლოკოსტის აღნიშვნის დღეს, ისრაელში გამოქვეყნდა გამოკვლევა რომლის თანახმადაც მსოფლიოში ანტისემიტური ინციდენტების სიხშირემ მკვეთრად იმატა.
ისრაელში გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ 2009 წელს მსოფლიოში ანტისემიტური ინციდენტების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა მას შემდეგ რაც ამგვარი ინციდენტების აღრიცხვა პირველად ოცი წლის წინ დაიწყო. თანამედროვე ანტისემიტიზმისა და რასიზმის შესწავლის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ გასულ წელს ანტისემიტური ინციდენტების საერთო რიცხვმა 1,129-ს მიაღწია, მაშინ როცა 2008 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 559-ს უდრიდა.
გამოკვლევა ჰოლოკოსტის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა ნაცისტებმა ექვსი მილიონი ებრაელი დახოცეს. კაცობრიობის ეს ტრაგედია ჰოლოკოსტის სახელით არის ცნობილი.
გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ანტისემიტური ინციდენტების ესოდენ მკვეთრი ზრდა ღაზას სექტორში 2009 წლის იანვარში განხორციელებული სამხედრო ოპერაციებით აიხსნება. ისრაელის სამხედრო ძალების შესვლა ღაზას სექტორში და შემდგომი სამხედრო იერიშის შედეგად პალესტინელებს შორის მნიშვნელოვანი მსხვერპლის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა.
იერუსალიმში მდებარე ებრაული უნივერსიტეტის ებრაული და ევროპული ისტორიის პროფესორს რობერტ ვისტრიჩს მიაჩნია, რომ ანტისიონიზმი ანტისემიტიზმის ახალ სახეობას წარმოადგენს. მისი თქმით:
„ანტისემიტიზმის გასაღვივებლად შესაძლებელია ყველანაირი საბაბის გამოყენება. ამ მხრივ ისრაელის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტისიონისტური განწყობაც. ამას გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ანტისემიტურად განწყობილი ხალხის ყურადღების ცენტრში ხომ ყოველთვის თვით ისრაელია.“

გამოკვლევაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის უნივერსიტეტებში მუსლიმი და მემარცხენე აქტივისტები გაერთიანდნენ და ისრაელის მტრული იმიჯის შესაქმნელად იღწვიან. ამასთან დაკავშირებით ვისტრიჩი აღნიშნავს:
„ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პარადოქსი ის გახლავთ, რომ უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდებმა ცოდნა უნდა შეიძინონ, ბევრ შემთხვევაში ანტისემიტიზმის შადრევნები გახდნენ. იქ ხომ ადამიანის უფლებების დაცვის რიტორიკა ისრაელის საწინააღმდეგო განცხადებებშია გახვეული.“

გამოკვლევის მიხედვით ანტისემიტური ინციდენტების უმეტესობა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ხოლო ამ მხრივ მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს. 2009 წელს ბრიტანეთში 374 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 2008 წელს დაფიქსირებულ რაოდენობას სამჯერ აღემატება.

XS
SM
MD
LG