ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის დამხობოლი ლიდერი დახმარებას ითხოვს


ყირგიზეთის დამხობოლი ლიდერი დახმარებას ითხოვს
ყირგიზეთის დამხობოლი ლიდერი დახმარებას ითხოვს

<!-- IMAGE -->

ყირგიზეთის დამხობილი ლიდერი აღნიშნავს, რომ გაერომ შუა აზიის ამ ქვეყანაში შემდგომი არეულობის თავიდან აცილების მიზნით სამშვიდობო ძალები უნდა შეიყვანოს.

დღეს დამხობილმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ხსენებული განცხადება ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჯალალაბადის რეგიონიდან გააკეთა. ბაკიევი ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონს თავს აფარებს მას შემდეგ, რაც გასულ ოთხშაბათს ბიშკეკში ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის მომდარი შეტაკებების შედეგად სულ ცოტა 80 ადამიანი დაიღუპა.

ბატონმა ბაკიევმა განაცხადა, რომ მას უშიშროების ძალებისთვის არ მიუცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება. მას სურს, რომ შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელსაც ძალადობის ფაქტების გამოძიება დაეკისრება. დღეს გაკეთებულ განცხადებაში მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი მზად არის საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს, თუ კომისია მას დამნაშავედ სცნობს.

ბატონი ბაკიევი უარს ამბობს ხელისუფლებიდან წასვლაზე.
ამასობაში ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შემცირების მიზნით დროებითი მთავრობის ლიდერები გაეროს წარმომადგენლებსა და ეუთოს დიპლომატებს ხვდებიან.




XS
SM
MD
LG