<!-- IMAGE -->
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩეხეთში მოკლე ვიზიტი ამოწურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ახალ ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
პრაღიდან გამომგზავრებამდე, ბატონი ობამა ჩეხეთის პრეზიდენტს ვაცლავ კაუსს შეხვდა.
ახალი ბირთვული შეთანხმების საფუძლვეზე რუსეთი და ამერიკა სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას დაახლოებით 30 პროცენტით შეამცირებენ, რაც მოსკოვს და ვაშინგტონს 1500 ბირთვულ ქობინს დაუტოვებს.
ბატონმა ობამამ ამ ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა ბირთვული უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში.
ბატონი მედვედევის განცხადებით, მხარეებმა იმას მიაღწიეს რაც აქამდე შეუძლებელი ჩანდა.