<!-- IMAGE -->დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ისტორული შეხვედრა შედგა.
შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული
იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ. ამ დოკუმეტის თანახმად, რუსეთს და შეერთებულ
შტატებს ორჯერ ნაკლები სტრატეგიული იარაღის
გადამტანი და მძიმე ბოდმდამდშენები დარჩებათ. ასევე სამჯერ შემცირდება ბირთვული ქობინების
რაოდენობა, ვიდრე ეს იყო ძველი ხელშეკრულებით გათვალსიწიენბული. წინა შეთანხებას კი
ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა. გარდა ამისა, ის შეთანხმება მოქმედებდა როგორც
საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ
1991 წელს გაფორმდა.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს და პარტნიორს,
დმიტრი მედვედევს. მისი პირადი მცდელობის და ძლიერი ხელმძღვანელობის გარეშე ჩვენ დღეს
აქ არ ვიქნებოდით.
ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით და ტელეფონით ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში და ამის შედეგად ჩვენ განვავითარეთ საკმაოდ ეფექტური თანამშრომლობა რომელიც დამყარებულია გულწრფელობაზე, ერთობლივ მიდგომებზე და ურთიერთპატივისცემაზე.“ ეს სიტყვები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრაღაში დრეს წარმოთქვა. აღსანიშნავია, რომ პრაღის შეხვედრა და ამ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა წინ უსწრებს ვაშინგტონში მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტს ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. თუ რა კავშირშია ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან და საერთოდ რა მნიშვნელობობა ენიჭება პრაღის დღევანდელ შეხვედრას? ამ საკითხებზე სასაუბროდ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტს ბატონ მიკა ზენკოს დაუკავშირდა.
შეკითხვაზე, პრაღის შეხვედრა და ხელშეკრულების ხელმოწერა ნიშნავს თუ არა რეალურად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გადატვირთვის ღილაკის ამოქმედებას ბატონმა ზენკომ განაცხადა: ხელშეკრულების მომზადებას იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა. როგორც იცით ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას, რომელიც იმჟამინდელ საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის 1991 წელს დაიდო, ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, შეერთებული შტატებისა და რუსეთისათვის, რომ ხელახლა შეთანხმებულიყვნენ თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიული შეირაღების მონიტრონგი და შემცირება. აღსანიშნავია, რომ ეს არ მოხდა ბუშის ადმინისტრაციის დროს. ეს ობამას ადმინისტრაციის და მოსკოვის ურთიერთგაგების დამსახურება, რაც მილოცვას უდავოდ იმსახურებს. შეკითხვაზე, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნაზე პოზიციების დაახლოებას ზენკომ აღნიშნა. როგორც იცით ხელშეკრულებას რატიფიცირებისთვის სენატში 67 ხმაა არის საჭირო, რომელიც ვფიქრობ რომ რთული მისაღწევი იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ სარაკეტო თავდაცვის გეგმა ამ ხელშეკრულების შემდეგ შეიცვლება. თუმცა, საკმაოდ დიდი განხილვები იქნება პენტაგონშიც. ასევე იქნება გარკვეული სიგნალები მოსკოვიდანაც, რათა ეს სარაკეტო თავდაცვის გეგმა უფრო მეტად თანამშრომლობაზე იყოს დაფუძნებული. მაგალითისთვის რადარი არის განთავსებული აზერბაიჯანშიც, ასევე არის რადარი სამხრეთ რუსეთშიც. შეერთებულ შტატებს სურს, რომ ეს დეტალები თავის ევროპულ გეგმაში ჩართოს. რაც ირანის მიმართულებით საკმაოდ დიდ დაფარვას შეძლებს, რათა შეიქმნას საერთო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია დაინტერესდა თუ რომელი ქვეყნებია სავარაუდოდ ამ სისტემის განლაგების არეალი. ბატონი ზენკოს თქმით, საუბარია იმ ქვეყნებზე რომლებიც შეძლებენ გადამჭერი სისტემების მოდერნიზებას საკუთარ ტერიტორიაზე. ასეთი 2015 წლისთვის იქნება რუმინეთი, ხოლო 2019 წლისთვის უფრო მეტად მოდერნიზებული ვერსია პოლონეთში. მისი თქმით, ასევე განიხილება თურქეთის საკითხიც, ირანთან სიახლოვის გამო. ასევე თანხმობა განაცხადა ესტონეთმაც. შეკითხვაზე აქვს თუ არა საქართველოს შანსი რომ ჩაერთოს ამ სარაკეტო თავდაცვის გეგმაში, მისი სურვილის შემთხვევაში, ბატონმა ზენკომ განაცხადა:„არა. თუკი შევხედავთ ირანიდან მომავალი საფრთხის საჰაერო გზას, რა თქმა უნდა საქართველო ამ სისტემაში ჩასართავად, იდეალური ადგილია, რათა აქ განთავსდეს, რადარი ან გადამჭერი სისტემა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სენსიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, საქართელოს ამ სისტემაში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი არ განიხილება. “
თუ რა გავლენა ექნება პრაღის შეხვედრას მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ბირთვულ სამიტზე, ბატონმა ზენკომ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ სამიტის წინ. რადგან ამერიკა-რუსეთის შეთანხმება ბირთვული თანამშრომლობის საკითხში საერთაშორისო პოლიტიკურ თანხობას უზრუნველყოფს. მისი თქმით, პრაღის შეხვედრა პოლიტიკურ ნიადაგს ამზადებს მომავალი თანაშრომლობის გაღრმავებისთვის. როგორც ვიცით ვაშინგტონში დაგეგმილ ბირთვული თანამშრომლობის სამიტზე საქართველოს ლიდერიცაა მიწვეული. თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს საერთაშორისო ბირთვული თანამშრომლობის სფეროში, ბატონმა ზენკომ აღნიშნა. „ამ თანამშრომლობაში ყველა ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა და წვლილის შეტანა. განსაკუთრებით საზღვრისპირა ქვეყნებს. როგორც ვიცით იყო ბირთვული მასალების კონტრაბანდის შემთხვევები 2005-სა და 2006-ში, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამდენად საქართველოს, რომელიც არის ბირთვული ქვეყნების მეზობელი, უდავოდ შეუძლია თავის წვლილის შეტანა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში. “