<!-- IMAGE -->
ირანის პრეზიდენტი თეთრი სახლის მიერ შემუშავებული ბირთვული იარაღის გამოყენების ახალ გეგმას აკრიტიკებს. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ობამასეული გეგმა ირანს ვერაფერს ავნებს. აჰმადინეჟადის თქმით, გეგმა ააშკარავებს იმას, რომ ბარაქ ობამა გამოუცდელი ლიდერია. ახალი სტრატეგია ჩრდილოეთ კორეისა და ირანის გარდა ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყნების წინააღმდეგ ასეთი იარაღის გამოყენებას გამორიცხავს. დასავლეთი ამტკიცებს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას აპირებს.