ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის ოპოზიცია დროებითი მთავრობის შექმნას იტყობინება


ყირგიზეთის ოპოზიცია დროებითი მთავრობის შექმნას იტყობინება
ბიშკეკში გრძელდება არეულობა.
სპეც დანიშნულების ძალებსა და ოპოზიციონერ დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაიღუპა სულ ცოტა 40 ადამიანი. დაშავებულია 400.

ოპოზიციონერთა განცხადებით, ფორმირებულია ახალი მთავრობა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრეზიდენტ ბაკიევთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ოპოზიციის ლიდერი თემირ სარიევი აცხადებს, რომ გადადგომის შესახებ უკვე დაწერა განცხადება პრემიერ მინისტრმა დანიარ უსენოვმა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პი ჯეი ქროული აცხადებს, რომ ამერიკის მონაცემებით ყირგიზეთის მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს და მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.




XS
SM
MD
LG