ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია ყირგიზეთში


დემონსტრაცია ყირგიზეთში
დემონსტრაცია ყირგიზეთში

<!-- IMAGE -->

ყირგიზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ თალასის სამთავრობო შენობას 1000 მდე დემონსტრანტმა ალყა შემოარტყა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა.დემონსტრანტების მეორე ნაწილი კი პოლიციის შენობისკენ დაიძრა.

ესოშიეითიდ პრესის ცნობით,ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო აქციის მონაწილეთა მიერ სამთავრობო შენობაში შეჭრის ფაქტი და აღნიშნა,რომ ინციდენტის მიზეზი რამდენიმე ნასვამი მოქალაქე გახდა,რომლებიც შემოდგომ შენობიდან გამოიყვანეს.

თუმცა აღსანიშანავია,რომ ყირგიზეთის მოსახლეობაში უკამყოფილების ზრდას მთავრობისადმი უნდობლობა განაპირობებს.

გასულ შაბათს ორმოცამდე აქტივისტი ბიშკეკში პარლამენტის შენობასთან გაეროს გენერალურ მდივნის ბან კიმუნის ყირგიზეთში ვიზიტის დროს შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს ხელში ტრასნპარანტები ეჭირათ,რომლებზეც ყირგიზეთში უფლებების და თავისუფლების განმტკიცებას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG