ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი მკვეთრ განცხადებას აკეთებს დასავლეთის მიმართ


კარზაი მკვეთრ განცხადებას აკეთებს დასავლეთის მიმართ
კარზაი მკვეთრ განცხადებას აკეთებს დასავლეთის მიმართ

ავღანეთის პარლამენტის რამოდენიმე წევრის განცხადების თანახმად ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან დახურული შეხვედრის დროს მან მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთი და განაცხადა, რომ თალიბთა მოძრაობა შეიძლება წინააღმდეგობის ლეგიტიმურ მოძრაობად იქცეს თუ დასავლეთი არ შეწყვეტს ავღანეთის შინაგან საქმეებში ჩარევას. ამ კანონმდებლების თანახმად კარზაი აგრეთვე დაიმუქრა, რომ თუ ეს ზეწოლა არ მოხდა იგი შეიძლება თალიბებს შეუერთდეს. ბიბისისადმი მიცემულ ინტერვიუში კარზაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას კვლავაც მიაჩნია, 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში განსაზღვრული ქვეყნების საელჩოებმა და ორგანიზაციებმა მონაცემების გაყალბებას შეუწყვეს ხელი. კარზაის განცხადებებს თეთრმა სახლმა შემაშფოთებელი უწოდა, თუმც აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ განცხადებებისა მაისში ვაშინგტონში მაინც შედგება ობამასა და კარზაის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG