ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეკსონის პირადი ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგა


ჯეკსონის პირადი ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგა
ჯეკსონის პირადი ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგა

<!-- IMAGE -->

გუშინ მაიკლ ჯეკსონის პირადი ექიმი კონრად მიურეი ლოს ანჟელესის სასამართლოს წინაშე წარსდგა.სასამართლოს უნდა დაედგინა, შეენარჩუნებინათ თუ არა ექიმ მიურეისთვის კალიფორნიის სამედიცინო ლიცენზია.

მიურეის ადვოკატთა განცხადებით,ექიმ მიურეის სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობა მხოლოდ დაცვის ხარჯის დასაფარად ესაჭიროება.თუმცა შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით,კარდიოლოგს პაციენტების მკურნალობა აუცილებლად უნდა აეკრძალოს.

გუშინდელ პროცესზე სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ შეძლო და მეორე მოსმენა 14 ივნისისთვის დაინიშნა.

ექიმ მიურეის ბრალად ედება მომღერალი მაიკლ ჯეკსონის წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობა,რაც მის მიერ დანიშნული ანესტეზიური მედიკამენტის-პროპოფოლისის შედეგად იქნა გამოწვეული.მიურეი მიიჩნევს,რომ იგი სიტუაციის შესაბამისად მოქმედებდა და თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუ ექიმ მიურეის მაილკ ჯეკსონის მკვლელობა დაუმტკიცდა,მას ოთხი წლის პატიმრობა მოელის.

XS
SM
MD
LG