ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქებისას 6 ადამინი დაიღუპა


პაკისტანში აფეთქებისას 6 ადამინი დაიღუპა
პაკისტანში აფეთქებისას 6 ადამინი დაიღუპა
<!-- IMAGE -->

თალიბმა მეამბოხეებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხიმგებლობა იმ ტერორისტულ აქტზე,რომელიც დღეს ფეშევარში განხორციელდა.

ტერორისტული აქტის სამიზნე პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში მდებარე ამერიკის საკონსულო გახლდათ. აფეთქებებს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისლამაბადში შეერთებული შტატების საელჩოს პრესსამსახურის უფროსმა დაადასტურა საკონსულოზე განხორციელებული ტერორისტული აქტი და აღნიშნა,რომ დაღუპულთა შორის არცერთი ამერიკის მოქალაქე არ არის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა შეერთებული შტატების მტავრობის სახელით შეშფოთება გამოთქვა განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო.

აღსანიშნავია,რომ ტერორისტებმა სამივე აფეთქება ამერიკის საკონსულოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს.აფეთქებას ავტომატური იარაღიდან სროლაც უძღოდა წინ .პოლიციამ ოპერატიულად იმოქმედა და რამდენიმე წუთში აღნიშნული ადგილი გადაკეტა.


XS
SM
MD
LG