ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელვის პრესლის გამოფენა ვაშინგტონში


ელვის პრესლის გამოფენა ვაშინგტონში
ელვის პრესლის გამოფენა ვაშინგტონში

<!-- IMAGE -->

ამერიკის დედაქალქში, ვაშინგტონში ახლახანს დაარსებული ახალი ამბების მუზეუმი, ნიუზიუმი ცნობილი ამერიკელი საესტრადო შემსრულებლის ელვის პრესლის გამოფენას მასპინძლობს. როკენროლის მეფე კვალვ პოპულარულია თანამედროვე ამერიკაში, მისი ხელოვნება კი უკვდავი. გამოფენა ეძღვნება მომღერლის დაბადებიდან 75 წლისთავს.

ელვისი პირველად პოპულარული 50-იან წლებში გახდა. ელვის პრესლის შთამბეჭდავმა ხმამ და მისმა ორიგინალურმა საცეკვავო მოძრაობამ მუსიკის ისტორია შეცვალა და ამერიკის კულტურაზე დიდი ზეგავლენა იქონია. გამოფენაზე იხილავთ საგაზეთო სტატისებს, სატელევიზიო ჩანაწერებს და იმ პირად ნივთებს რომელიც თავად როკენროლის მეფეს ეკუთვნოდა.

საზოგადოება ელვის პრესლს იცნობს როგორც ცნობილ მომრერალსა და მსახიობს. მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ელვის პრესლის მოღვაწეობამ იმდროინდელ პოპ კულტურას მემაბოხე სული ჩაჰბერა.

იმ დროს მუსიკა რასობრივად იყო დაყოფილი. ქანთრი მუსიკა თეთრებს ეკუთვნოდა, ხოლო შავკანიანები რეგეისა და ბლიუზს უსმენდნენ. ელვისმა ყველაფერი შეცვალა და მუსიკალური რევოლუცია მოახდინა. მან მოახერხა ამ ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური მიმდინარეობების შერწყმა და დაარსა მუსიკის ახალი სტილი; როკენროლი. ამასთან ერთად ელვისმა თავის საესტრადო შესრულებას თავისი ორიგინალური ცეკვაც დაურთო, რაც მსმენელსა თუ მაყურებელს ახალი ენერგიისა და თავისუფლების გაცნობიერების საშუალებას აძლევდა.

გამოფენაში კარგად არის ასახული თუ როგორ წარმოადგენდა ელვის პრესლს მედია და რა ზეგავლენას ახდენს მისი შემოქმედება დღემდე ამერიკულ კულტურაზე. იკრძალებოდა მისი მემაბოხე სულის მუსიკა და მისი თმის ვარცხნილობაც კი მიუღებელი იყო.გამოფენაზე დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს სტატიებს რომელიც მომღერლის ყოველდღიურ საქმიანობას, თაყვანისმცემლებთან ურთიერთობასა და ხალხმრავალ წარმოდგენებსდეტალურად აღწერს.

გამოფენის მხილველთ ეძლევა საშუალება გაეცნოს ელვის პრელის პირად ნივთებსაც. მაგალითად გამოფენილია მომღერლის ცნობილი ჰარლი დევიდსონის მოტოციკლეტი, შამპანიურის ბოთლი მისი ქორწილიდან, ძვირფასი თვლებით შეკაზმული თეთრი კომბინიზონი რომელიც 1973 წელს მომღერალს ეცვა მისი ერთერთი ცნობილი კონცერტის დროს, მოგესალმებით ჰავაიდან.

ამ კონცერტს 40 ქვეყანა ადევნებდა თვალს,ერთი მილიარდი ადამიანი. ელვისი ამ კონცერტიდან 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა, 42 წლის ასაკში. ­

ბევრისთვის არ არის ცნობილი თუ რატომ აქვს ამერიკის დროშას 50 ვარსკვლავი. თითოეული ვარსკვლავი წარმოადგენს ამერიკის შტატს. დროშას ასევე ააქვს 13 წითელი და თეთრი ჰორიზონტალური ზოლი. ეს ზოლები იმ 13 კოლონიას ასახავს რომელიც ბრიტანული მბრძანებლობის წინააღმდეგ აჯანყდა. თავისთავად ეს კოლონიები შეერთებულ შტატებში პირველი შტატებად არის ცნობილი.დღეს ყოველი ვარსკვლავი ხუთქიმიანია. თუმცა იყო დრო როდესაც ზოგი ვარსკვლავი დროშაზე ექვსი, შვიდი და რვა ქიმინიც იყო. 1912 წელს კი კონგრესმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარსკვალვები დროშაზე.ამერიკის ისტორიის განმავლობაში დროშას ნელნელა ემატებოდა ვარსკვლავები, მაგალითად 1912 წლიდან 1959 წლამდე დროშას მხოლოდ 48 ვარსკვლავი ჰქონდა. შემდეგ ამერიკამ შემოიერთა ალასკისა და ჰავაის შტატები. და შესაბამისად 1960 წელს დროშაზე 50 ვარსკვლავი გაჩნდა.

აი უკვე 50 წელია ამერიკის დროშა უცვლელია რაც ამერიკის ისტორიისთვის რეკორდია. აქვე აღსანიშნავია რომ არსებობსამერიკის კუთვნილებში მყოფი ისეთი ტერიტორიებიც რომლებსაც ვარსკვალვი არ გააჩნია, მაგალითად აშშ-ის მფლობელობაშია 15 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია; პუერტო რიკო, გუამი, ამერიკის სამოა, ამერიკის ვირჯინიის კუნძულები, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები, და ასე შემდეგ. ასევე აქვე აღსანიშნავია ამერიკის დედაქალაქი ვაშინგტონი რომელიც არცერთ შტატს არ ეკუთვნის და ვარსკვლავიც არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG