ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კათოლიკური ეკლესიის სახელი 


კათოლიკური ეკლესიის სახელი 
კათოლიკური ეკლესიის სახელი 

<!-- IMAGE -->

კარდინალმა ანჯელო სოდანომ, ვატიკანში სააღდგომო მესაზე ქადაგების დროს მიმართა რომის პაპს ბენედიქტე მეთექვსმეტეს და აღნიშნა , რომ კათოლიკური ეკლესიის სახელი არ შეილახება იმ ბინძური ჭორების გამო, რომელიც კათოლიკე მღვდლების მიერ ბავშვთა სექსუალურ გარყვნის ირგვლივ ტრიალებს.

დღესვე რომის პაპის პირადმა მოძღვარმა, ბოდიში მოიხადა ებრაელების წინაშე იმის გამო, რომ პარასკევს პაპმა კათოლიკურ ეკლესიის წინააღმდეგ შეტევები საუკენეების მანძილზე ებრაელების ჩაგვრას შეადარა. როგორც მამა რანიერო კანტალამესამ განაცხადა, დიდი პარასკევის მესამდე პაპმა არ იცოდა ტექსტში არსებული ამ დეტალის შესახებ.


XS
SM
MD
LG