ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა


საბერძნეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა
<!-- IMAGE -->

დღეს ქვეყნის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 120 პროცენტს შეადგენს, ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვალი აღემატება ევროკავშირის ნორმებით გათვალისწინებულ თანხას და საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი ევროკავშირის მაქსიმუმს უკვე 3 პროცენტით გაცდა.

ქვეყანა მდგომარეობიდან გამოსვლას სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად გადასახადების მომატებით, ხელფასების გაყინვით და დანახარჯების მოჭრით ცდილობს.

ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, ჯორჯ პაპაკონსტანტინოსის განცხადებით, საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი წელს 3 პროცენტამდე შემცირდება.


“ეს ჩვენ ფინანსურ სისტემაში რადიკალური ცვლილებებისა და მიდგომების საფუძველზე უდნა გავაკეთოთ. ადვილი არ არის, მაგრამ ყველაზე აუცილებელი მცდელობაა.”


დან მიტჩელი, ანალიტიკოსი ვაშინგტონის “კატოს” ინსტიტუტიდან თვლის, რომ შეშფოთება საბერძნეთთან დაკავშირებით საფუძვლიანია.

“ვფიქრობ , რომ საქმე გვაქვს ევროპაში სეკულარული რელიგიის ცენტრალიზებასა და პოლიტიკურ ერთიანობასთან, რის დაცვასაც ევროპული პოლიტიკური ელიტა ცდილობს.”

საბერძნეთი მარტო არ არის, პორტუგალია, საგრძნობლად პატარა ეკონომიკით 9 პროცენტიანი დეფიციტის წინაშეა, რასაც 10 პროცენტიანი უმუშევრობაც ერთვის.

ბიუჯეტის 11 პროცენტიანი დეფიციტია ესპანეთშიც. საბერძნეთთან შედარებით მისი ვალები მცირეა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ, 20 პროცენტიანი უმუშევრობის პირობებში 3 პროცენტით იკლო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის ეკონომიკური მოდელი პრობლემურია.
იუ-დე ჩანგი, ეისიის საინვესტიციო სტრატეგიული კომპანიიდან თვლის, რომ:

“ ამჟამად სხვა ქვეყნები შესაბამისი პრობლემების წინაშე დგანან. თუმცა მათ საბერძნეთის მსგავსად გაოტრება არ ემუქრებათ. სწორედ ამიტომ გამოდის ხალხი ქუჩაში და დახმარებას ითხოვს, რადგან თუ ევროკავშირი ამას ვერ შეძლებს, ეს პირდაპირ მის ერთიანობაზე გავლენას ახდენს.”

მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკა ძლიერია, არსებობს ბევრი ქვეყანა, რომელიც ფისკალური პოლიტიკის სფეროში პრობლემებს განიცდის. და როდესაც ამას რეცესია ერთვის, მდგომარეობა უარესდება. ჩვენ ვხედავთ ესპანეთსა და პორტუგალიას, რომლებიც უფსკრულის წინაშე დგანან და ამის პარალელურად იტალიასა და ირლანდიას,ნაკლები პრობლემით, ევროკავშირს დიდი პრობლემა აქვს, როცა მთავრობების შეუზღუდავ მოქმედებებთან აქვს საქმე.

საფრანგეთი საბერძნეთისთვის დახმარებას არ იშურებს, მაგრამ ევროგაერთიანების ყველა წევრი ქვეყანა მის აზრს არ იზიარებს, ბევრისთვის საბერძნეთი საკუთარ დანახარჯებს ზედმეტად უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა.

“საბერძნეთის მთავრობამ უნდა შეამციროს სამთავრობო ზედნადები ხარჯები. ეს პირველი, მეორე, მესამე ქმედება უნდა იყოს, სანამ გადასახადებს გაზრდიან და ხელფასებს გაყინავენ. “

“არ უნდა დავივიწყოთ თუ რას ნიშნავს დანახარჯების შემცირება? ეს ნიშნავს რომ შენ ეკონომიკას ავიწროვებ, ნიშნავს რომ მას ავნებ, მხოლოდ ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება.”

ექსპერტი უი -დი ჩანგი თვლის, რომ საბერძნეთის ეკონომიკისთვის უპირველესი მუქარა, ახლა არსებული ვალების გადახდის ვალდებულებაა.

“მას 65 მილიარდის ოდენობის ვალი აქვთ, რომელსაც ან გადახდა ან როგორღაც ფინანსური დახმარება ჭირდება. ქვეყნის ეკონომიკას ასევე აზიანებს დანახარჯების ჩამოჭრა. ზომები აუცილებლად მისაღებია, თორემ ქვეყანა გაკოტრდება.”

ჩანგის თქმით, საბერძნეთის პრობლემებს ადგილი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ფონზე აქვს. თუკი პროცენტი მოიმატებს, ფისკალური გარემო საბერძნეთისთვის და ევროკავშირისთვისაც გაუარესდება.


XS
SM
MD
LG