ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრატეგიული დიალოგი ამერიკა-პაკისტანს შორის


მარტის მიწურულს ვაშინგტონში შეერთებულ შტატებსა და პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. რომელმაც ორ ქვეყანას შორის ახალ თანამშრომლობას დაუდო საფუძველი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მაჰმუდ ყურეში ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაზე ლაპარაკობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პრეს კლუბში ინდოელმა, პაკისტანელმა და ბრიტანელმა ჟურნალისტებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

როგორც ისლამაბადიდან პაკისტანელი ჟურნალისტი აიუზ გული აცხადებს:" პაკისტანში ახალი სამხედრო სტრატეგია მეტყველებს რომ პაკისტანელ სამხედროებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბოლო მოუღონ ამ ქვეყანაში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედებას.

ამ კუთხით აღსანიშნავია ამასწინათ პაკისტანში მნიშვნელოვანი სამხედრო მეთაურების დაპატიმრება, რომლებიც ავღანეთში პარტიზანულ მოქმედებებს ხელმძღვანელობენ. ეს ღონისძიება და თალიბთა ზოგიერთი ლიდერის ლიკვიდაცია პაკისტანში იმაზე მეტყველებს რომ ამ ქვეყნის სამხედრო ელიტას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ისლამისტებთან ბრძოლა. ამ გარემოებამ ამერიკელთა კეთილგანწყობა გამოიწვია, რაც აშკარად გამოჩნდა ორი ქვეყნის წარმომდგენლებს შორის გამართული სტრატეგიული დიალოგის დროს."

თუმცა ისიც ნათელია რომ ვაშინგტონს და ისლამაბადს სხვადასხვანაირად ესმით სტრატეგიული თანამშრომლობის მიზნები და ამოცანები. პაკისტანი ამერიკისგან პირველ რიგში სამხედრო აღჭურვილობის მიღებას ელოდება. ისლამაბადს ფ-16 ტიპის გამანადგურებლები, სამხედრო ფრეგატები, შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები სჭირდება. ისლამაბადს ვაშინგტონთან მშვიდობიან მიზნებით ბირთვულ სფეროში თანამშრომლობაც სურს. ისეთი როგორიც ბუშის ადმინისტრაციამ პაკისტანის მთავარ მეტოქესთან ინდოეთთან დაამყარა.

ბატონი გულის განცხადებით:" ადგილობრივი მედია შეერთებულ შტატებთან ინდოეთის მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრობს. მაგრამ სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში კარგად ესმით რომ ეს ამ ეტაპზე არარეალურია, თუ გავითვალისწინებთ იმ სკანდალს, რომელშიც პაკისტანელი მეცნიერები გაეხვივნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით."

როგორც ცნობილია პაკისტანელმა მეცნიერმა ხანმა 2004 წელს ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლოება მიჰყიდა ირანის, ლიბიის და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა რომ პაკისტანური ატომური ბომბის მამას თავის სამშობლოში გმირად მიიჩნევენ, ინდოეთში ამ პიროვნების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

ინდოელი ჟურნალისტის ჯეჰანგირ ფოკას განცხადებით:" ხანის ნეიტრალიზაცია მოხდა. მართალია ის არ დაუსჯიათ, მაგარმ მისი გავლენა შემცირებულია. თუმცა არსებობს იმის საფრთხე რომ ჩინეთმა და ამერიკამ აიძულონ პაკისტანი ბირთვული იარაღის გამოცდა შეაჩეროს. ამან კი შესაძლოა ინდოეთიც მსგავს სიტუაციაში ჩააყენოს. იარაღის გამოცდის შეწყვეტა კი ინდოეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება."

ბატონი ფოკას განცხადებით ინდოეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია პაკისტანის ხელისუფლების მზადყოფნა გაგარძელოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა:" პაკისტანის საზოგადოებასა და ხელისუფლებაში არის ხალხი ვინც კარგად აცნობიერებს ტერორიზმის დამღუპველ გავლენას ამ ქვეყანაზე, მაგრამ იმავე მთვარობასა და არმიაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. ინდეოთში ძალზე მოხარულნი არიან რომ შეერთებულ შტატებში როგორც იქნა გააცნობიერეს ამ სიტუაციიდან მომავალი საფრთხე და ამჟამად ზომიერ პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს."

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი იან უილიამსი აცხადებს ობამას ადმინისტრაციას ბირთვული იარაღით აღჭურვილ პაკისტანთან და ინდოეთთან მოუწევს უერთიერთობა:" ძალზე სამწუხაროა რომ ინდეოთს ატომური ბომბი გააჩნია. რაც პაკისტანსაც აძლევს ანალოგიური იარაღის ქონის უფლებას. მაგრამ შემაშფოთებელია ის გარემოება რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში პაკისტანის უშიშროების სამსახური და არმია გაძლიერებულ ისლამიზაციას განიცდიდა. ყველას ეშინია რომ ეს იარაღი ექსტრემისტების ხელში არ აღმოჩნდეს. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ პაკისტანში ავღანეთის ნაცვლად მთავარ საფრთხედ ინდოეთს განიხილავენ."

ბატონი უილიამსი მიიჩნევს რომ თალიბანი მთავარ პრობლემად რჩება, რომლის მოგვარებაში პაკისტანმაც უნდა მიღოს აქტიური მონაწილეობა, მაგრამ თავად პაკისტანიც საჭიროებს რეფორმებს სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარებას.


XS
SM
MD
LG