ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოელის


ამერიკის პრეზიდნეტის განცხადებით, ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების ახალ ეტაპს მოელის.

თეთრ სახლში, საფრანგეთის პრეზიდნეტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკას კვლავ საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვნება ჭირდება. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ სანქციების დაწესების კუთხით, მსოფლიოს ახლა გაცილებით კარგად შეუძლია სანქციების დაწესება.

პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა, რომ ირანმა აღარ უნდა განაგრძოს ბირთვული იარაღის მოპოვება. მან ასევე დასძინა, რომ ირანელი ხალხი უკეთეს ლიდერობას იმსახურებს.

XS
SM
MD
LG