ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს


ნეთანიაჰუმ დღეს მთავრობის სხდომაზე კაბინეტის წევრებს განუცხადა, რომ ისრაელ-ამერიკა „მოკავშირეებად და მეგობრებად“ დარჩებიან, მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა.

ამას გარდა, პრემიერმა დაგმო მის ახლო გარემოცვაში მყოფი პირის კომენტარი, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა. ამ უკანასკნელმა ბარაქ ობამას პოლიტიკას ისრაელის მიმართ „კატასტროფა“ უწოდა. ბენიამინ ნათანიაჰუმ ამ კომენტარებს "მიუღებელი" უწოდა.


შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონო მშენებლობებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება , მაშინ როდესაც ისრაელი უარს აცხადებს დაემორჩილოს საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხს და მშენებლობების შეჩერებაზე აცხადებს ,რომ იერუსალიმის გაყოფა მიუღებელია.


XS
SM
MD
LG