პაკისტანის შეიარაღებული ძალები უკვე მესამე დღეა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ, რომელიც ძირითადად საჰაერო დაბომბვას მოიცავს. შეიარაღებული ძალების განცხადებით მოკლულია სულ მცირე ცხრა მეამბოხე.
გუშინ ვერტმფრენებით დაიბომბა ორაკზაის რეგიონი, სადაც სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამხრეთ ვაზირისტანში განხორციელებული ოოპერაციების შემდეგ მეამბოხეების ნაწილმა თავი შეაფარა.მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ორაკზაიში ოპერაცია დაიწყო, დაახლოებით 100 მეამბოხეა მოკლული.