ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


პაკისტანის არმიის განცხადებით, 5 ჯარისკაცი და 37 მეამბოხე იქნა მოკლული ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ორაკზაის რეგიონში.


არმიის წარმომადგენლის განცხადებით, მეამბოხეები საკონტროლო პუნქტს დღეს დილას დაესხნენ თავს და ჯარმა ამ თავდასხმაზე გააკეთა რეაგირება.

დღევანდელი შეტაკება ხუთშაბათს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მოხდა, რომელმაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხუთშაბათს ჩატარებული ოპერაციის სამიზნე ისლამისტური სემინარია და ერთ-ერთი სკოლა იყო, რომელსაც თალიბთა მოძრაობა აქტიურად იყენებდა.


XS
SM
MD
LG