ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება მალე გაფორმდება


თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთმა და ამერიკამ ბირთვული იარაღის შემცირების შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს. მოსკოვი აცხადებს, რომ ახალი პაქტი უკვე მოწონებულია. თუმცა თეთრი სახლის პრეს-მდივნის რობერტ გიბსის თქმით, პრეზიდენტ ობამას რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან სურს სატელეფონო საუბრის გამართვა, ვინაიდან თვლის, რომ შეთანხმების რამდენიმე დეტალი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. დღეს დილით პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელ დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებს, ჯონ კერის და რიჩარდ ლუგარს შეხვდა საკონსულტაციოდ.

XS
SM
MD
LG