ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს ციხის 3 პატიმარი საქართველოში დასახლდება


ამერიკის იუსტიციის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, გუანტანამოს ციხის 3 პატიმარი, საქართველოს "მეურვეობისა და კონტროლის ქვეშ" იქნება.

ამერიკის პრეზიდნეტის 2009 წლის 22 იანვრის ბრძანების თანახმად, ჩატარდა გუანტანამოს პატიმრების საქმეების ინდივიდუალური კვლევა. შედეგად, ბევრი ფაქტორის, უპირველესად კი უსაფრთხოების გათვალისწინებით, კვლევაში ჩართული ყველა უწყების გადაწყვეტილებით, პატიმრების გუანტანამოდან გადაყვანა გადაწყდა. ადმინისტრაციამ, ვალდებულების თანხმად, გადაყვანის ინფორმაცია კონგრესს 15 დღით ადრე მიაწოდა.

გუშინ, 3 პატიმარი, რომელთა ვინაობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სახელდება, საქართველოში გადაიყვანეს. ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას უცხადებს საქართველოს გუანტანამოს პატიმრების საკითხში მხარდაჭერის გამოხატვისთვის. პატიმართა ტრანსპორტირების ზომები საქართველოსა და ამერიკის მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული. 2002 წლიდან , გუანტანამოს 580 ზე მეტი პატიმარი სხვადასხვა ქვეყანაში განთავსდა.

XS
SM
MD
LG