ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული


ამის თაობაზე ინტერვიუ ამერიკის ხმას სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ანდრო ბარნოვმა მისცა. –„ თუ ეს შეესაბამება სიმართლეს და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს გია ბარამიას სარწმუნო წყარო გააჩნია, რომ ეს ასეა, მაშინ მე არ მგონია, რომ ეს იყოს სხვა ფაქტორთან დაკავშირებული, თუ არა ცნობილი ბაზების მშენებლობასა და დაკომპლექტებასთან. მოგეხსენებათ, ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში.“ ბატონმა ანდრომ ასევე ისაუბრა იმ ინციდენტების თაობაზე რუსებსა და ადგილობრივ აფხაზებს შორის, რომელსაც ასევე ხაზი გაუსვა გია ბარამიამ, როდესაც აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით ხდება რუსების ზეწოლა ადგილობრივ აფხაზებზე. -„ არ არის გასაკვირი ეს ინციდენტები რომ ხდება, რადგანაც აფხაზები დგებიან ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე. ეს გამოიხატება იმაში, რომ შესაძლოა მოხდეს მათი გათქვეფა დიდ, უფორმო რუსულ ორგანიზმში და ამით საფრთხე შეექმნას მათ იდენტობას.“ ბატონი ანდროს აზრით აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა და აფხაზეთში უსაფრთხოების ზომების შემუშავება, აფხაზეთში საერთაშორისო წარმომადგენლობის გაზრდის სახით.

XS
SM
MD
LG