ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული კომპანიები ჩინეთში დისკრიმინაციას განიცდიან


შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის განცხადებით, მცირე ბიზნესის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები ჩინეთის სახელმწიფოს შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გამო ქვეყანაში დისკრიმინაციას განიცდიან.

სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჩინეთში მომუშავე ამერიკელი ბიზნესმენები რეალობას პესიმისტურად უყურებენ.

ჩინეთში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ბარბალასი აცხადებს:

„რაც დრო გადის, ჩინურ ბაზარზე უცხოურ კომპანიებს გასაქანი მეტად ეზღუდებათ. ამას გამოკითხულთა 37 პროცენტი აღიარებს .თუმცა 2008 წელს მსგავსი განცხადებას გამოკითხულთა მხოლოდ 23მა პროცენტმა დაუჭირა მხარი"

ციტატის დასასრული

კრიტიკოსების ვარაუდით, ჩინეთის მთავრობის მიერ უცხოელი ბიზნესმენებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ,ინვესტორთა ინტერესების ერთგავრ შემცირებას განაპირობებს.


XS
SM
MD
LG