ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ჰაიტიში ოფიციალური ვიზიტით ჩადიან


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ჰაიტიში ოფიციალური ვიზიტით ჩადიან 12 იანვრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შესამოწმებლად. ჰაიტის ოფიციალური პირების განცხადებით, ეკონომიკის აღსადგენად ნაკლები სასურსათო დახმარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა საჭირო. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთი ნაწილი 1 აპრილიდან ჰაიტისთვის სასურსათო დახმარების შემცირებას აპირებს. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ბარაგონა ჰაიტიდან იუწყება ბევრი ჰატიელი კვლავინდებურად სურსათის ნაკლებობას განიცდის.

სიუზეტ ეტიენმა საავადმყოფოში რვა დღე გაატარა მას შემდეგ რაც მიწისძვრის შედეგად პორტ-ო-პრენსში იგი მისი სახლის ნანგრევებში მოჰყვა. მისი თქმით ორ ნახევარი თვის შემდეგ მან როგორც იქნა სიარული დაიწყო.

განადგურებული ქალაქიდან თავის დაღწევის მიზნით ეტიენმა ძმას მიმართა. მეგობრებისა ან ოჯახის წევრების გარეშე იგი სურსათსა და თავშესაფარას ეძებდა. მას საბედნიეროდ მცირე ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეხვდა.

ამ პირის თქმით, მიწისძვრის შემდეგ მან ადგილობრივ რადიოსადგურს მიმართა და გამოაცხადა, რომ მას ოთხოთახიანი საცხოვრებელი ჰქონდა და რომ ყველას ვისაც დახმარება სჭირდებოდა იქ მისვლა შეეძლო.

შედეგად დაახლოებით 150 პირი შეიკრიბა. ადგილის უქონლობის გამო მათ სახურავზე ძილი უხდებათ.

დასაწყისში რამდენიმე კვირის მანძილზე იგი უსახლკაროდ დარჩენილებს საკუთარი სახსრებით და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით ეხმარებოდა. მაგრამ ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობის ხელგაშლილობა ამოიწურა და სურსათის მარაგი მკვეთრად შემცირდა.

სასულიერო პირმა ბრინჯის ტომარა მოიტანა, მაგრამ ის თითქმის გათავდა, აღნიშნავს ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბრინჯის 25 ტომარა და სასმელი წყლის 25 ბოთლი გამოყო, მაგრამ დღეისთვის ეს მარაგიც გამოილია.

ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მალე სურსათის მარაგის უქონლობის გამო მას მოუწევს უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის გაშვება რადგან ის მათ თვალებს ვერ უსწორებს, როცა ისინი შიმშილისგან იტანჯებიან.

პორტ-ო-პრენსში ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია სურსათს საბოლოოდ გაანაწილებს. ჰაიტის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ დონორებმა სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მიაქციონ ყურადღება რადგან სურსათის განაწილება ადგილობრივ ეკონომიკას ძირს უთხრის.

მაგრამ მიწისძვრიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ ბევრ ჰაიტელს სურსათის შოვნაში სასწრაფო დახმარება სჭირდება. მოსახლეობის სურსათის მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის გარეშე ადვილი ამოცანა როდი იქნება.


XS
SM
MD
LG