ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები პუტინს აუმხედრდნენ



დღეს რუსეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი ქვეყნის პრემირ მინისტრის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

ოპოზიციური ჯგუფების კოალიციამ დღვანდელ აქციას „რისხვის დღე“ უწოდა. დემონსტრაციების დანიშნულება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გაპროტესტებაა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის საფასური სტაბილურად მატულობს.

დემონსტრაციების მონაწილეები პოლიტიკურ თავისუფლებას, ხოლო გარკვეულ ქალაქებში კი პუტინის გადადგომას ითხოვდნენ.

ყველაზე დიდი დემონსტრაცია ვლადივოსტოკში ჩატარდა, რომელშიც 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სანტ პეტერბურგში 1000 ადამიანი შეიკრიბა. ციმბირის ქალაქ ირკუტსკში მომიტინგეები ერთ-ერთი ქარხნის გახსნას ეწინააღმდეგებოდნენ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით მსოფლიოს ყველაზე ღრმა მტკნარი წყლის ტბას - ბაიკალს აბინძურებს.



XS
SM
MD
LG