„აქ არის ისეთი საკითხები რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, მაგალითად არის შეუთანხმებლობა როგორიცაა სპეციფიკურ ნომრები და არის ისეთი საკითხებიც რომელიც ამერიკულ სარაკეტო თავდაცვის სისტემებზეა დამოკიდებული.“ განაცხადა კორტუნოვმა
ჰილარი კლინტონის ვიზიტის მიზანი ასევე ახლო აღმოსავლეთის პრობლემის განხილვაცაა. ხვალ მოსკოვში ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების საკითხზე შექმნილი საერთაშორისო ოთხეულის შეხვედრა გაიმართება. შეერთებული შტატების, რუსეთის, გაეროს და ევროკავშირის ლიდერები ხვალ ისრაელის ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი ებრაული დასახლების მშენებლობას ითვალისწინებს. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ახალი ძალადობის საფრთხეს აჩენს.
მოსკოვის ახლო-აღმოსავლეთ-ისრაელის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი სამშვიდობო ოთხეულის შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს.
მისი თქმით, ისრაელში მრავალმა პიროვნებამ უამრავი დრო და ფული დახარჯა ამ საკითხის გასაძლიერებლად. ასევე ამაზე კარიერა ბევრმა პოლიტიკოსმა დ ანალიტიკოსმა გაიკეთა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ხალხი ყოველგვარ მცდლობას შეეწინააღმდეგება.