ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი შეშფოთებულია იმედში გაშვებული ტელესიუჟეტის გამო


ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან ოფიციალური შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ შეშფოთება გამოხატა ტელეკომპანია იმედის მიერ გაშვებული ტელესიუჟეტის გამო და საქართველოს მოუწოდა თავი შეიკავოს მოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობა. ნიკა გილაურმა სუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ იმედი დამოუკიდებელი ტელესადგურია და რომ მიუხედავად ამისა ამ საკითხის ირგვლივ გამოძიება ჩატარდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ასოცირებული შეთანხმების შესახებ საბოლოო ფაზაში შევიდა, რასაც შეიძლება მოჰყვეს სავაჭრო შეთანხმებები და საქართველოსათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა.

XS
SM
MD
LG