ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და აშშ ურთიერთ-დაპირისპირების შესახებ



შეერთებული შტატები და ისრაელი უთანხმოების გაქარწყლებას ლამობენ. ქვეყნებს შორის განხეთქილება ისრაელის მიერ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ებრაული უკანაონო დასახლების გაფართოების გადაწყვეტილებამ განაპირობა. გაფართოების შესახებ კი მაშინ განაცხადეს, როდესაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში.

შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ უთანხმოება კრიზისული არ არის. მისი თქმით, ისრაელის უშიშროების პრობლემა ამერიკის საზრუნავიცაა და შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირს ვერაფერი დაარღვევს”. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ საპასუხოდ განაცხადა, რომ ისრაელი დიდად აფასებს კლინტონის მიერ გამოხატულ მეგობრულ დამოკიდებულებას.


XS
SM
MD
LG