ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ჯანდაცვის რეფორმა


მიმდინარე კვირას ამერიკის ჯანდაცვის რეფორმის ბედი გადაწყდება.

ბარაკ ობამას რთული კვირა ელის. კონგრესის წევრები კი ჯანდაცვის რეფორმის კანონმდებლობის კენჭისყრისთვის ემზადებიან.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი თეთრ სახლში იტყობინება, რომ პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა ოჰაიოს შტატში სწორედ ჯანდაცვის რეფორმის ირგლივ მხარდაჭერის მოსაპოვებლა გამოიყენა.

პრეზიდენტი ოჰაიოს დედაქალაქში წარსდგა სიტყვით, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას. მან გაიხსენა ის პაციენტებიც,რომლებიც ოჰაიოს შტატში ცხოვრობენ და ცოტა ხნის წინ ისინი იძულებულნი იყვნენ ჯანდაცვის მაღალი გადასახადის გამო საერთოდ უარი ეთქვათ დაზღვევასა და მკურნალობაზე.

პრეზ. ობამა: „როცა გვესმის, რომ რეფორმისთვის ახლა დრო არ არის, მოდით გავიხსენოთ, თუ რა სიტუაციაში არიან ის პაციენტები, რომლებსაც ჯანდაცვაზე უარის თქმა მოუხდათ, კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად.

ხალხი პოლიტიკას ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ნაცვლად ამისა მოსახლეობა დახმარებას ელის. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის რეფორმა არ უნდა გადავდოთ.“ ბარაკ ობამამ აზიაში მოგზაურობა სამი დღით გადადო. მისი განცხადებით, მნიშვნელოლვანია ჯანდაცვის რეფორმის კენჭისყრის ბოლო მოსამზადებელ დღეებში მისი ვაშინგტონში ყოფნა. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კვირის ბოლოსთვის ვარაუდობს 875 მილიარდიანი სარეფორმო პაკეტის დამტკიცებას, რომელის სენატმა გასულ დეკემბერშ უკვე უყარა კენჭი.

განსაკუთრებულ დაპირისპირებას დემოკრატები პარტიის კონსერვატული წევრებისგან აწყდებიან, რომლებიც ამ შემთხვევაში აბორტთან დაკავშირებულ შესწორებებს ეწინააღმდეგებიან. რესპუბლიკელები ერთხმად ებრძვიან პრეზიდენტ ოპბამას ჯანდაცვის რეფორმის ინიციატივას.

ახლად არჩერულმა სენატორმა სკოთ ბრაუნმა უკვე გააჟღერა რესპუბლიკური პარტიის პოზიცია.

ბრაუნი:

„ამერიკელების ყურადღება და ენერგია ისე არაფერს შთაუნქამს, როგორც ამ უაზრო კანონმდებლობაზე სჯა-ბაასს.

ყველაფერს კი გამოვასწრებთ, თუ ისევ ხალხს დავეკითხებით და მათი პრიორიტეტებით დავგეგმავთ მომავალს.“

ამ ფონზე დემოკრატიული პარტია, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის კრახის შემთხვევაში შესაძლოა დამარცხდეს კიდეც წლის ბოლოს კონგრესის შუალედურ არჩევნებში.

რესპუბლიკელები კი იმედოვნებენ, რომ თუ მათ პრეზიდენტის ინიციატივა დაბლოკეს, ამომრჩეველი მეტ მხარდაჭერას გამოუცხადებს არჩევნების დროს.

თეთრი სახლის პრეს მდივანი რობერტ გიბსი აცხადეს, რომ ობამას ადმინისტრაციას ჯანდაცვის კანონის მიღება წის ბოლომდე სწადია.

XS
SM
MD
LG