საქართველოს ოპოზიციამ მეზობელი რუსეთის მიერ ქვეყნის სამხედრო დაპყრობის შესახებ ყალბი სატელევიზიო გადაცემა დაგმო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტეფან ბოსი ბუდაპეშტიდან იუწყება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხსენებული სატელევიზიო გადაცემა დაიცვა მიუხედავად იმისა, რომ რეპორტაჟმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
გვიან შაბათს საქართველოს კომერციულ ტელეარხზე იმედზე გავიდა ყალბი საინფორმაციო გადაცემა, რომელშიც 2008 წლის ომის აღმბეჭდავი ვიდეო მასალები იყო გამოყენებული.
აღშფოთებულმა წამყვანმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლეს. მაგრამ იმედის სატელევიზიო არხი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების გამო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აღმბეჭდავ კადრებს იყენებდა.
მაყურებლები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ საინფორმაციო გადაცემა ყალბი იყო, მაგრამ ბევრმა ეს გაფრთხილება ვერ ნახა. მალე მოსახლეობაში პანიკა ატყდა და თბილისის ქუჩებში, სადაც რუსული ტანკები უნდა ყოფილიყვნენ, ხალხი გამოვიდა.
მოსახლეობის ზოგადი პანიკის ფონზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურში სატელეფონო ზარების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა და ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია შოკში ჩავადნილ მაყურებლებს შორის რამდენიმე გულის შეტევის ინციდენტის შესახებ. ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ საბედნიეროდ გადაცემის გამო არავინ გარდაცვლილა.
კვირას მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას ხალხის მღელვარება კარგად ესმის, მაგრამ მან სატელევიზიო გადაცემა დაიცვა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გადაცემას წინ უძღვოდა მაუწყებელის ძალზედ ხანმოკლე გაფრთხილება და რომ ამის სანაცვლოდ მთელი გადაცემის მანძილზე ეკრანზე შესაბამისი შეტყობინება უნდა ყოფილიყო მოთავსებული. მისი თქმით, სატელევიზიო გადაცემა საკმაოდ „არასასიამოვნო" იყო, მაგრამ „ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყო და საქართველოს მტრის განზრახვას ააშკარავებდა."
კვირას საქართველოს ოპოზიციამ, რომელიც ბატონ სააკაშვილის რუსეთთან ომის წარმართვას გამუდმებით აკრიტიკებს, სატელევიზიო გადაცემა დაგმო როგორც „მთავრობის ილეთი," რომელიც ბატონ სააკაშვილის ოპონენტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
იმედის ტელევიზიის შენობის წინ გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო დემონსტრაცია. უნდა აღინიშნოს, რომ იმედს პრეზიდენტი სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერი ხელმძღვანელობს.
დემონსტრაციაში მონაწილე საეკლესიო მოძღვარის თქმით:
ყალბ სატელევიზიო გადაცემაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსების მხარეზე გამოდის. ქალბატონმა ბურჯანაძემ იმედის გადაცემა მთავრობის პროპაგანდად შერაცხა.
პრეზიდენტმა ეს ბრალდებები უარყო, მაგრამ მან ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის შეხვედრები რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან დაგმო. მისი თქმით, „საქართველოს მოქალაქეების სისხლში გასვრილი ხელის ჩამომრთმეველს საქართველოში პატივს არასდროს არავინ მიაგებს."
იმედის ტელევიზიამ გადაცემასთან დაკავშირებით მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება.