ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ.დეპის ანგარიში საქართველოზე



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2009 წლის ყოველწლიური ადამიანის უფლებების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მკაცრად აკრიტიკებს ირანს, ჩინეთს ჩრდილოეთ კორეას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. ის ორი მილიონი სიტყვისგან შედგება და 194 ქვეყანას განიხილავს. ანგარიშის გამოქვეყნება 1976 წლიდან დაიწყო, როვა კონგრესმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მსგავსი დაკვირვების ჩატარება სთხოვა იმ ქვეყნების მიმართ, სადაც ამერიკიდან დახმარება იგზავნებოდა.

ანგარიშში საქართველოს ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის 2008 წელის არჩევნების მიმოხილვით იწყება და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არჩევნები დემოკრატიული პრინციპების ზოგადი დაცვით ჩატარდა, ეუთომ მაინც დააფიქსირა „მნიშვნელოვანი პრობლემები.“ ამ პრობლემებს შორისაა „ფართოდ გავრცელებული ბრალდებები დაშინებისა და წნეხის ქვეშ მოქცევის, ხმების არასწორი დათვლის, ტაბულაციის პროცესის, და გასაჩივრებისა და აპელაციის პროცესების დეფექტების შესახებ.“ ანგარიშის თანახმად, მსგავსი პრობლემები დაფიქსირდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც „საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მხრივ არათანაბარი და არასრული.“

45 გვერდიანი ანგარიში დეტალურად აღწერს დაფიქსირებულ დარღვევებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით. მაგრამ ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში წერია:

„შარშან დაფიქსირებული ადამიანის უფლებების ძირითად დარღვევებს შორისაა შემდეგი: სულ მცირე ერთი შემთხვევა სამართალდამცავი ოფიცრების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებენების შედეგად პიროვნების სიკვდილი, ადამიანების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიტიკური მოტივით, ცუდი მდგომარეობა ციხეებში, პატიმრების უფლებების დარღვევა, მათ შორის არასრულწლოვნების, უსამართლო დაკავებები და დაპატიმრებები, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, მთავრობის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება დემონსტრაციების დასაშლელად, სამართლიანი სასამართლო პროცესების ნაკლებობა, ხელისუფლების მიერ სასამართლოზე გავლენისმოხდენა და კორუფცია მთავრობის მაღალ შრეებში.“


ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში თბილისში არასაპარლამენტო ოპოზიციის მიტინგები ძირითადად მშვიდობიანი ხასიათის იყო, მაინც შეიმჩნეოდა დაუბალანსებელი მიდგომა მიტინგებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებებში - ხელისუფების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სწრაფად სრულდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
დარღვევების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული, იყო რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების შეზღუდვა და ბავშვებისა და ქალების ფიზიკური შეურაცხყოფა.
დარღვევებთან ერთად ანგარიში ასევე დეტალურად საუბრობს საქართველოს მიღწევებზე ადამიანი უფლებების დაცვის მხრივ. რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიღწევად დასახელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა, რომელიც უფრო სამართლიანი სასამართალო წარმოების საფუძველია, თბილისში ნაფიც მსაჯულთა სისტემის დაარსება და საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც თბილისის მერის პირველად ისტორიაში პირდაპირი არჩევის საშუალებას იძლევა.


ანგარიში ასევე საუბრობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და ამ ორ რეგიონში ეთნიკური ქართველების უფლელებების უხეშ დარღვევებს აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ჯარი ანგარიშში ოკუპანტ ძალადაა მოხსენიებული. ქართველების უფლებების დარღვევების ძირითად ასპექტებად მოყვანილია ქართველი მოსახლეობის კერძო საკუთრების უფლებების უგულვებელყოფა, მათი საარჩევნო უფლებების დარღვევა და გალის რაიონში ქართული ენის სწავლების აკრძალვა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქართველ მოსახლეობას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს თუ ქართულ მოქალაქეობაზე უარს არ იტყვის და აფხაზურ ან ოსურ პასპორტს არ არიღებს და ამასთან, ქართევლი მოსახლეობის ეგრეთ წოდებულ ჯარში გაწვევა - ანგარიშში სიტრყვა ჯარი ბრჭყალებშია ჩასმული - წვევამდელების სურვილის საწინააღმდეგოდ და მათი უფლებების დარღვევით ხდება.


როგორც ავღნიშნეთ ანგარიში 45 ფურცლისგან შედგება და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომლებზეც ანგარიშის დასკვნა ეყრდნობა. სამართალდამცავი სისტემისა და სასამართლო ხელისუფლების ნაკლოვნებების განხილვისას ანგარიშში ნახსენებია პოლიციის ოფიცრების მიერ მოქალაქეთა მკვლელობების შემთხვევები, მაგალითად გიორგი გამცემლიძისა და როინ შავაძის მკვლელობები, ხვიჩა კვირიკაშვილისა და ამირან რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირეული სასამართლო პროცესები, რომლებიც დამნაშავეების დასჯის გარეშე დასრულდა. ორივე საქმემ აპელაციების შესაძლებლობა ამოწურა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კი უარი განაცხადა ამ საქმეების განხილვაზე.


ციხეებსა და წინასწარი დაკავების ცენტრებზე საუბრისას ანგარიშში დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ როგორ ვერ აკმაყოფილებს არსებული იქ არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს. ანგარიში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ციხეები, რომლებიც ახალი აშენებულია, აკმაყოფილებენ მისაღებ სტანდარტებს, მაგრამ ძველ ნაგებობებში პატიმრები ვერ სარგებლობენ სათანადო სამედიცინო დახმარებით, საკნებში მდგომარეობა არაჰუმანურია და ხშირ შემთხვევაში პატიმრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის, რომ პატიმრების უმრავლესობას სათანადო სანიტარული უზრუნველყოფაც არ აქვს.
ანგარიში კონკრეტული ფაქტების მოყვანით აგრძელებს სასამართლო სისტემის დეფექტებზე საუბარს და შემდეგ კონფლიქტური რეგიონების წინააღმდეგ გადამეტებული ზალის გამოყენებაზეც საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სფეროს შეფასებისას ევროკავშირის ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნებზე აკეთებს. კომისიის დასკვნა ტალიავინის დასკვნის სახელითაა ცნობილი. ანგარიშში ტალიავინის დასკვნიდან ციტატებია მოყვანილი, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, თუმცა ცხინვალში უკვე იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები. ამასთან, საქართველოს მიერ ძალის გამოყენება ომის პირველ ეტაპზე იყო გაუმართლებელი, ხოლო რუსეთის მიერ კი ომის მეორე ფაზაში.
კონფლიქტებზე საუბრისას ანგარიში სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ერთნიკური ქართული მოსახლეობის უფლებების უხშ დარღვევებსაც აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის თანახმად აფხაზეთიდან საკმარისი ფაქტობრივი ინფორმაცია არ არსებობს, მაინც აღინიშნება ეთნიკური ქართული მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ანგარიში ამბობს, რომ ხშირია ქართველი მოსახლეობის გატაცების შემთხხვევები და მათი საკუთრების უფლებების უხეში შელახვა.



სახელმწიფო დეპატრამენტი საქართველოში სიტყვისა და პრესის თავისუფლების ნაკლოვანებებზეც საუბრობს, და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლება ზოგადად შეზღუდული არ არის, ხალხი მაინც თავს იკავებს საკუთარი აზრის გამოთქმისგან. ამასთან, აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების ნათქვამიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები ხელისუფლების წარმომადგენელბის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მცდელობისა და რედაქტორების წნეხის ქვეშ მოქცევისა. საქართველოში დაახლოები 200 ბეჭდური გაზეთია დარეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი, მცირე ტირაჟიანი და უმნიშვნელო გავლენის მქონეა. დიდიმნიშვნელოვანი გაზეთები კი ხშირად ექცევიან ბიზნესების გავლენის ქვეშ იმის გამო რომ მათი დაფინანსების სუბსიდირება სწორედ ბიზნესებიდან ხდება.


XS
SM
MD
LG