ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი ნეთანიაჰუს შეხვდა


ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა უსრაელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა უსაფრთხოების სფეროში. ამ ფონზე, ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერები არაპირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

ბატონი ბაიდენი იერუსალიმში დღეს პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერეს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას ინაუგურაციის შემდეგ, ბაიდენის ეს ვიზიტი ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველ ოფიციალურ ვიზიტს წარმოადგენს ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

XS
SM
MD
LG