ტოგოს წამყვანი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს პარტია გააპროტესტებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგები გუშინ გამოქვეყნდა , რომლის მიხედვითაც მომქმედმა პრეზიდენტმა ფაურე გნასინგბემ ხმების 61 % დააგროვა. მისმა მეტოქემ ოპოზიციური პარტიიდან ჟან პიერ ფაბრემ 34 %.
ფაბრეს პარტია „გაერთიანებული ძალები ცვლილებისათვის“ ეწინააღმდეგება ცენტრალური სააარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სასამრთლოში სარჩელს შეიტანენ. შაბათს გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაშალა . დაკავებულია 10 აქტივისტი.