ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელი ამომრჩევლების აქტიურობა


საარჩევნო უბნებში ერაყელ ამომრჩეველთა გამოცხადებამ მოლოდინს გადააჭარბა. ერაყის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნაში უსაფრთხოების დამყარებისა და 2003 წლის ამერიკული ინტერვენციის შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის დასტური უნდა გახდეს.
დღეს საარჩევენბო უბნებთან ამომრჩეველთა გრძელი რიგები დადგა მიუხედავად იმისა, რომ დილით ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 24 ერაყელი დაიღუპა.
ოფიციალური პირების განცხადებით ბაღდადში მომხდარი ერთი აფეთქების შედეგად დაინგრა სახლი, დაიღუპა თორმეტი და დაიჭრა რვა პირი.

ნაღმტყორცნებიდან გასროლილი რამდენიმე ათეული ნაღმი ბაღდადის სხვადსახვა უბნებს მოხვდა, ეგრედწოდებული ‘მწვანე ზონის’ჩათვლით სადაც ერაყის პარლამენტი და ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოებია განლაგებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წლის შემდეგ ეს ერაყის პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ერაყის დაახლოებით 19 მილიონი ამომრჩეველი 6,200 კანდიდატისგან 325-ადგილიან პარლამენტს ირჩევს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს ხუთ საათზე დაიხურება.
ერაყის საპარლამენტო არჩევნებში გამოკვეთილი ლიდერი ჯერ-ჯერობით არ გამოაშკარავებულა. ამომრჩეველთა უმეტესობა ალბათ სამ ძირითად შიიტურ კოალიციას მისცემს ხმას.


XS
SM
MD
LG