ტოგოში არჩევნების შედეგები ხვალამდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, თუმცა მანამდე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცხადებს რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს.
ოპოზიციის ლიდერმა ჟან პიერ ფაბრემ განაცხადა, რომ მისმა პარტიამ - ცვლილებების ძალთა კავშირმა 75-დან 80 პროცენტამდე ხმების რაოდენობა მოიპოვა. სამთავრობო არხები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ორი მესამედი მიიღო. ასევე ხელისუფლება და ოპოზიციაც ერთმანეთს არჩევნების გაყალბების მცდელობაში სდებენ ბრალს