ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა სამოქალაქო მფრინავებმა ირანი 2 თვეში უნდა დატოვონ


რუსმა სამოქალაქო მფრინავებმა ირანი 2 თვეში უნდა დატოვონ. ეს ოფიციალური თეირანის მოთხოვნაა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. ტრანსპორტის მინისტრმა ნახევრად სამთავრობო სააგენტო ფარსნიუსს განუცხადა, რომ რუს მფრინავებს ირანელები ჩაანაცვლებენ.

მისი თქმით, ირანს საკმაოდ გამოცდილი კადრები ყავს ამ სფეროში და უცხოელი სპეციალისტები არ სჭირდება. ჯერჯერობით არ კონკრეტდება ირანში მყოფი რუსი მფრინავების რაოდენობა. აღსანიშნავია,რომ რუსულ-ირანული ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. ამის მიზეზი კი მოსკოვის განცხადებაა, რომლის თანახმადაც ის ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს.


XS
SM
MD
LG