ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი პენტაგონის შენობასთან


ინციდენტი მოხდა შეერთებულ შტატებში. პენტაგონის შენობის დაცვის თანამშრომლებს შეიარაღებულმა პირმა ნახევრად ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციამ თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლით სასიკვდილოდ დაჭრა. პენტაგონის პოლიციის უფროსის განცხადებით, ჯონ პატრიკ ბედელს ტყვიების რამდენიმე მჭიდი ქონდა მომარაგებული. მას ასევე ამუნიცია ქონდა მანქანაშიც, რომელიც ახლომდებარე სადგომზე ყავდა გაჩერებული.

თავდაპირველად თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა სამ პოლიციელს. მათგან ორი მსუბუქი ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს.

ხელისუფლების განცხადებით, ბედელი მშვიდად გამოიყურებოდა და საკმაოდ კარგად იყო ჩაცმული. ის მარტო იყო და პირდაპირ დაცვის თანამშრომლებისკენ გაემართა და სროლა დაიწყო. ხელისუფლებამ თავდასხმის მოტივი ჯერ არ იცის.


XS
SM
MD
LG