ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული სახელმწიფოების ლიგა მოლაპარაკებ-ებისთვის ემზადება


ქაიროში, არაბული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივეს პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდოებიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

დღეს, პალესტინელმა დიპლომატმა საებ ეკერატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაბული სახელმწიფოების ლიგა მოლაპარაკებების 4 თვის წინანდელ სტადიაში დაუბრუნებას ეცდება.

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდნეტმა, მაჰმუდ აბასმა, რომელიც ასევე ქაიროში იმყოფება, განაცხადა, რომ ის არაბული ქვეყნების ლიგის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს.

ისრაელის პრემეირ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ასევე მიესალმება მოლაპარაკებების განახლების წინადადებას.

XS
SM
MD
LG