ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში მარადიორობის რიცხვმა იმატა


ჩილეს მთავრობამ დაწესებული კომენდანტის საათის მოქმედების ვადა კონსეპსიონში მას მერე გააგრძელა,რაც ქალაქში მიწისძვრის შემდეგ მარადიორობის შემთხვევებმა იმატა.

საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილმა სასოწარკვეთილმა მოსახლეობამ მაღაზიებისა და საკვები პროდუქტების სუპერმარკეტების დარბევა დაიწყო.

კონსეპსიონი ჩილეში მომხდარი მიწიძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია.ბოლო მონაცემებით რიხტერის შკალით რვა მთელი რვა მეათედი ბალის სიმძლავრის მიწისძვრას 720 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG