გუშინ ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადა დასრულდა. დასამშვიდობებელი სიტყვით ცნობილი კანადელები უილიამ შატნერი, მაიკლ ფოქსი და კეთრინ ოჰარა გამოვიდნენ. ვანკუვერის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ ფარლონგმა ზამთრის თამაშები კანადის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად მონათლა. ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის მსვლელობისას ვანკუვერის მერმა ოლიმპიური დროშა მომავალი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის სოჭის მერს გადასცა. ვანკუვერის ოლიმპიადაზე კანადამ 14 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა კი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში რეკორდული 37 მედალი დაიმსახურა.