რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ევროპაში შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის შესაძლო განთავსების გამო.
ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა. ვაშინგტონის განცხადებით, ევროპაში სარაკეტო სისტემების სამიზნე რუსეთი არ იქნება. თუმცა მოსკოვი თეთრი სახლის დაპირებას არ ენდობა და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში არსებულ ძალთა ბალანსს დაარღვევს.
რუსეთი მოხარულია, რომ ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა ბუშის ხელისუფლების გეგმაზე -პოლონეთსა და ჩეხეთში სარაკეტო ფარის განთავსების თაობაზე.თუმცა მოსკოვი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ შესაძლოა ეს სისტემა რუმინეთში განთავსდეს.