ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერის რესპუბლიკაში დიპლომატთა თავყრილობაა



აფრიკის კავშირის, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და გაეროს წარმომადგენლები ნიგერის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფებიან, სადაც ისინი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საკონსტიტუციო წესრიგისკენ დაბრუნებას იხილავენ.

გასული კვირის ხუთშაბათს ნიგერის რესპუბლიკის პრეზიდენტი მამადუ ტანჯა სამხედრო ხუნტამ გადააყენა.

საერთაშორისო თანამეგობრობამ ნიგერის რესპუბლიკაში მომხდარი სამხედრო გადატრიალება დაგმო. მაგრამ არის იმის იმედიც, რომ გადატრიალების შედეგად მოგვარდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოიქმნა მაშინ როცა ბატონმა ტანჯამ გასულ წელს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა საკუთარი მმართველობის გაგრძელების მიზნით.


სამხედრო ხუნტამ განაცხადა, რომ მას სურს ნიგერის რესპუბლიკა ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად გადააქციოს, მაგრამ დღემდე არჩევნების თარიღი არ დაუსახელებია და არც ის არის ნათელი, თუ რამდენ ხანს დარჩება ის ხელისუფლების სათავეში.

ხუნტის წარმომადგენელმა კაპიტანმა ჯიბრილ ადამუ ჰარუნამ შაბათს მომხრეთა დემონსტრაციას სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ სამხედრო ლიდერებმა ხალხს დაპირება მისცეს, რომ ისინი მათ არასოდეს მოატყუებენ.



XS
SM
MD
LG