ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აღმოჩენილია თალიბანთა  სამალავი


პაკისტანის არმიის მაღალჩინოსნების განცხადებით, მათ ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს თალიბანი სამალავს მიაგნეს და საჰაერო დარტყმით 30-ზე მეტი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. პაკისტანის არმიამ შავალის მთებში თალიბების სამალავის შესახებ ინფორმაცია მიიღო, რის შემდეგაც ოპერაცია დაიგეგმა.

შავალის რაიონი სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. გასული წლის ოქტომბერში სწორედ აქ მიმდინარეობდა პაკისტანის არმიის ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ. პაკისტანის არმიის ამ ოპერაცის პარალეულრად, ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში ტარაქტი მოხდა, სადაც ტერორისტმა აიფეთქა თავი.


XS
SM
MD
LG