ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ევროპიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი საფრთხეა"


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შეიძლება კალინინგრადში ტაქტიკური რაკეტების განთავსების გეგმა შეცვალოს.

ანატოლი სერდიუკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ევროპიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი საფრთხეები ჩნდება. ამ საფრთხეების დასაბალანსებლად კი, რუსეთი ნატოს მოსაზღვრე კალინინგრადის რაიონში მოკლე რადიუსიანი ისკანდერის რაკეტების განთავსებას განიხილავს.
სექტემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ კალინინგრადში რაკეტების განთავსებას აღარ აპირებდა. კრემლმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ობამამ ევროპის უსაფრთხოების გეგმის შეცვლა გაახმაურა.


XS
SM
MD
LG