პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილდასავლეთ ნაწილში აშშ-ის მიერ გასროლილმა რაკეტამ თალიბებთან კავშირში მყოფი საველე მეთაური მოკლა.
მუჰამედ ჰაქანი ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს , მასთან ერთად ასევე დაღუპულია სამი ადამიანი.
მუჰამედ ჰაქანი სარიჯუდინ ჰაქანის ძმაა , რომელიც ჰაქანის სამხედრო დაჯგუფების მეთაურია, ამ დაჯგუფებას ალყაიდასა და თალებებთან კავშირში დებენ ბრალს.