ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა


ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას კიდევ სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას კიდევ სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი განცხადების თანახმად ორი მშვიდობიანი მოქალაქე მაშინ მოკლეს, როდესაც მათ გაფრთხილება უგულვებელყვეს და ნატოს ჯარისკაცების მიმართულებით დაიძრნენ. მესამე მამაკაცი კი თალიბებსა და ნატოს ჯარისკაცებს შორის ატეხილი სროლის დროს მოკლეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურები აცხადებენ, რომ შეტევითი ოპერაცია პირველ რიგში სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. თუმცა გასულ კვირა დღეს კოალიციის ძალების მიერ გატყორცნილი რაკეტის აფეთქების შედეგად თორმეტი სამოქალაქო პირის, მათ შორის კი ექვსი ბავშვის დაღუპვამ, ნატოს პოზიციები საკმაოდ შეარყია.

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჰანიფ ატმარმა განაცხადა, რომ ზემოთქმული სარაკეტო დარტყმა თალიბების წინაარმდეგ იყო მიმართული და, რომ კოალიციამ სამწუხაროდ არ იცოდა ის, რომ მოთარეშეებს სამოქალაქო პირები ჰყავდათ აყვანილი მძევლებად.


XS
SM
MD
LG