ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიყვარული ამერიკულად


სიყვარული ამერიკულად
სიყვარული ამერიკულად

ვალენტინობის დღე პოპულარული, არაოფიციალური დღესასწაულია, როდესაც წყვილები საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას საჩუქრებითა და სასიყვარულო ბარათებით ახდენენ.

სიყვარული ამერიკულად
სიყვარული ამერიკულად

თუმცა ამ დღეს ლინდა ლინდსეისთან გატარება თქვენ სავარაუდოდ არ გენდომებათ. ის მოსიყვარულე ადამიანია. თქვენ მას შეგიძლიათ საყვარელი ექიმიც კი უწოდოთ. მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელების წარმოდგენა სიყვარულზე მხოლოდ მითია და სხვა არაფერი და რომ სიყვარული ფრიად რაციონალური გრძნობაა.


30 წელზე მეტი ლინდამ სანტ ლუისში, მარივილის უნივერსიტეტში რომანტიზმის შესწავლას დაუთმო. მან წიგნიც კი დაწერა იმის დასამტკიცებლად, რომ სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის საზოგადოებაში თითქმის წინასწარ განსაზღვრული როლია.


პროფესორი ლინდსეი ამბობს, რომ ამერიკელები თვლიან, თითქოს სიყვარული საუცხოო ძალაა, რომელიც ყველაზე შეუფერებელ წყვილებსაც კი აკავშირებს და გადაულახავ პრობლემებსა და საზრუნავს ქმნის. სინამდვილეში, მისი თქმით, სიყვარული ძალზე სტრუქტურულია. ადამიანს შეუძლია იწინასწარმეტყველოს ვის გაყვება ცოლად, რამდენ ხანს გასტანს ეს ქორწინება და ასე შემდეგ. სანამ ადამიანი წამიერად მოხიბლულია საპირისირო სქესით, ვერც კი ამჩნევს, რომ თავისივე მსგავს ადამიანს ირჩევს.


წყვილების უმრავლესობა ურთიერთობაში ფართოდ გახელილი თვალებით შედის, მას შემდეგ რაც კანდიდატის პიროვნება კარგად აწონ დაწონეს. კაცები მაგალითისთვის, თითქმის ყოველთვის თავიანთზე დაბალ ქალებს ირჩევენ.

ყველაზე შოკის მომგვრელი პროფესორ ლინდა ლინდსეის მოსაზრებაში არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორში , კინო ფილმებში ჩვენ ხშირად ვხედავთ,თუ როგორი მოხიბლულია ქალი ნიშნობის ბეჭდის თითზე მორგებით და ზოგადად წინა საქორწილო მზადებით, კაცი მასზე ბევრად რომანტიულია, ურთიერთობის საწყის ეტაპზე განსაკუთრებით. ქალი ბევრად ეშმაკურად და გაწონასწორებულად იქცევა.


ქალი შეიძლება უსიმპატიურეს მამაკაცზე ოცნებობდეს, მაგრამ საბოლოოდ არჩევანს მაინც ნაკლები გარეგნობის და ოჯახში შემოსავლის შემომტან კაცზე აჩერებს.

ანსამბლის "BEATLES"-ის" სიმღერა "All you need is love/love is all you need" -"ერთადერთი რაც გინდა- ეს სიყვარულია" კარგია, თუმცა ამის დაჯერება, თუ პროფესორ ლინდსის თეორიას დავუჯერებთ, აუცილებელი არ ყოფილა.



XS
SM
MD
LG