ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამბოხებულებმა პირობა დაარღვიეს


იემენის ხელისუფლება შიიტ ამბოხებულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. შეთანხმება მისი დადებიდან ერთი საათის შემდეგ დაირღვა.

იემენის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საადას პროვინციაში ამბოხებულთა შეტევების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამბოხებულებმა იერიში მის ავტომანქანაზეც მიიტანეს.

აჯანყებულები შეტევებთან კავშირს უარყოფენ. იემენის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აუცილებლად დაიცავს. შეთანხება იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა და ამბოხებულთა ლიდერმა აბდელ მალიქმა გააფორმეს. ხელშეკრულება ამბოხებულებისგან სამთავრობო შენობების დაცლას, პატიმრების გათავისუფლებას და საუდის არაბეთის საზღვარზე აჯანყებულთა შეტევების შეწყვეტას ითვალისწინებს.


XS
SM
MD
LG