აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელები მოითხოვენ,რომ 11 სექტემბრის ორგანიზატორი ტერორისტების გასამართლება სამხედრო სასამართლოში მოხდეს.
ყოველკვირეულ რესპუბლიკელთა მიმართვაში,სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი-ლინდსი გრემი აცხადებს,რომ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება 11 სექტემბრის ორგანიზატორი ტერორისტების სამოქალაქო სასამართლოში გასამართლების შესახებ დიდი შეცდომაა.
გრემმა იქვე დასძინა,რომ ალ ყაიდას ტერორისტების უფლებები უნდა განსხვავდებოდეს ამერიკის მოქალაქის უფლებებისგან.მისი განცხადებით,სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობას შეუძლია მთავრობისგან მოითხოვოს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაზიარება, რაც მომავალში საფრთხის ქვეშ მოაქცევს ქვეყნის სადაზვერვო სამმართველოს მოღვაწეობას.
ამის ფონზე ადმინისტრაცია დილემის წინაშე დგას, თუმცა მათივე განცხადების თანახმად, გამორიცხულად არ მიიჩნევს რესპუბლიკელების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.