ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქება მოხდა


პაკისტანის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით პოლიციის საგუშაგოზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ ცოტა შვიდი პოლიციელი დაიღუპა.

ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ თავდასხმა ხიბერის ტომებით დასახლებულ რეგიონში მთავარ გზატკეცილზე მოხდა, როცა თვითმკვლელი ტერორისტის დანაღმული ავტომანქანა პოლიციის ავტომანქანას დაეჯახა. აფეთქების შედეგად დაიჭრა თხუთმეტი პირი.

ამ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

XS
SM
MD
LG