საერთაშორისო სამაშველო ორგანიზაციების თანამშრომლები იუწყებიან, რომ ჰაიტის 12 იანვრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ათასობით ჰაიტელი ბავშვი სარისკო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკ ოსალივანი პორტ-ო-პრენსიდან იუწყება, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამერიკელთა ჯგუფის მიერ 33 ბავშვის ქვეყნიდან უკანონო გაყვანას ეხება, საშინელ პირობებში მცხოვრები ოჯახებისა და მშობლებისგან ჩამოშორებული ბავშვების იღბალს ასახავს.
ერთ-ერთი ამერიკული ეკლესიის მრევლის წევრთა მიერ ჰაიტიდან 33 ბავშვის გაყვანის მცდელობის ირგვლივ არსებული გარემოებები ჯერ-ჯერობით გარუკვეველია. საერთაშორისო სამაშველო ორგანიზაციების ოფიციალური პირების თქმით, ამ ბავშვთა ჯგუფში მხოლოდ ობლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, სულ ცოტა 20 ბავშვს ცოცხალი ოჯახის წევრები აღმოაჩნდა, ზოგ შემთხვევაში მშობლების ჩათვლით.
ამერიკელებს ბრალდებები
წარუდგინეს. ხოლო ბავშვები დროებით ავსტრიული საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოს ჩილდრენზ
ვილეჯეს ინტერნეიშონალის" ცენტრში მოათავსეს. ხსენებული საქველმოქმედო ორგანიზაციის
ოფიციალური პირის გეორგ ვილედის თქმით, ერთი ჩვილი ბავშვი გაუწყლოების გამო კრიტიკულ
მდგომარეობაშია, მაგრამ დანარჩენი ბავშვები ნორმალურად არიან. ამსთან დაკავშირებით
გეორგ ვილედი აღნიშნავს:
„ყოველ შემთხვევაში ისინი ამჟამად თავშესაფარში იმყოფებიან. მათ ყოველდღეს საჭმელს
უმზადებენ. ამას გარდა მათ აქ მეგობრებთან თამაში შეუძლიათ რადგან ისინი ჩვენ საოჯახო
სახლებში არიან მოთავსებულნი."
სამაშველო ორგანიზაციების თანამშრომლების თქმით ის ბავშვები, რომლებიც ნათესავებს ჩამოშორდნენ მოგვიანებით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.
გაეროს ბაშვების ორგანიზაცია იუნისეფი იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალდა ერთ ნახევარი მილიონი ჰაიტელი ბავშვი. იუნისეფის წარმომადგენელი კენტ პეიჯი აღნიშნავს, რომ მიწისძვრის შედეგად ბაშვები უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კენტ პეიჯის თქმით:
„მშობლებს ჩამოშორებული ბავშვები, ნათესავებს მოკლებული ბავშვები შეიძლება ექსპლოტაციის მსხვერპლნი გახდნენ. იქნება ეს ბავშვებით სექსუალური ვაჭრობა, საშინაო მონობა, ძალადობა,თუ ტრეფიკინგი დაუცველი ბავშვები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან."
იმ ოჯახებს ჩამოშორებულ ბავშვებს, რომლებმაც მოახერხეს მსგავს თავშესაფრამდე მიღწევა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჰაიტის მთავრობა ცოცხალ ნათესავებს მოუძებნის.
კენტ პეიჯი აღნიშნავს:
ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ბავშვების შესაბამისი რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია ჩატარდეს. აგრეთვე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სწრაფად მათი ნათესავების აღმოჩენა რათა ბავშვები ოჯახებს დაუბრუნდნენ, სადაც ისინი საკუთარ ნათესავებთან უსაფრთხო და დაცულ გარემოში იქნებიან."
პეიჯი აღნიშნავს, რომ ჰაიტელი ბავშვებისთვის აგრეთვე აუცილებელია სკოლებისა და სოციალური მომსახურების აღდგენა. მაგრამ გეორგ ვილედი დასძენს, რომ აღდგენითი სამუშაოები დიდ ხანს დაიკავებს.
„აქ, ჰაიტიში ამჟამად ყველაფერი მოშლილია. მდგომარეობა ჯერ კიდევ ქაოტურია და ეს ასე წლების მანძილზე გაგრძედლება. ამდენად ყველა აქ მომუშავე არასამათვრობო ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელი იქნება. ეს განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და გაეროს ეხება. ქვეყანა უნდა აღსდგეს და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს," დასძენს ვილედი.
მისი თქმით ბავშვები ჰაიტის მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენს და ამდენად მათი დაცვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.